ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სენდის" შედეგები


მეტეროლოგები შიშობენ, რომ ახალმა ციკლონმა შესაძლოა ძლიერი წვიმები, ქარები და სიცივე გამოიწვიოს

ქარიშხალ „სენდის" შემდეგ ნიუ-ჯერსის და ნიუ-იორკის ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. სკოლები იხსნება და ტანსპორტის მოძრაობაც ჩვეულ რიტმში დგება. თუმცა, იმ დროს, როდესაც ბევრი ისევ უსახლკაროდ არის დარჩენილი, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო ახალი ქარიშხლის მოლოდინშია. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, მარგარეტ ბეშერი „სენდის" შედეგებს ნიუ-იორკიდან არკვევდა.

ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი შიშობს, რომ სენდის შედეგები და ახალი მოახლოებული ქარიშხალი, ბევრი ადამიანს ზამთრისთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

„ვფიქრობთ. ჩვენ სახლების მოძებნა 30-40 ათას ადამიანისთვის დაგვჭირდება. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა ბლუმბერგმა.

მეტეროლოგები შიშობენ, რომ ახალმა ციკლონმა შესაძლოა ძლიერი წვიმები, ქარები და სიცივე გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით ცუდი ამბავია სტეიტენ აილენდის მოსახლეობისთვის, სადაც სენდის შედეგად ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უსახლკაროდ არის დარჩენილი. ქვინსში და ბრიზ პოინტში დაახლოებით 100-მა ადამიანმა დაკარგა სახლი სენდის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო.

კონგრესმენი ბობ ტერნერი ერთ-ერთი დაზარალებულია.

„131 სახლი ხანძრისგან დაიწვა. ჯერ დაუდგენელია წყალიდოდბის შედეგად დანგრეულთა რაოდენობა. ამდენად, ჩვენ საკმაოდ დიდი სამშენებლო პროგრამა გვაქვს,“ - ამბობს კონგრესმენი.

ნიუ-იორკის 80 პროცენტს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი წარმატებით მიდის ნიუ-ჯერსიშიც. ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება მაჰნეტენზეც.
XS
SM
MD
LG