ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ახალი ქარიშხალი უახლოვდება


"ნორისტერი" შუა კვირაში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწევს

ამერიკელ სინოპტიკოსთა განცხადებით, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ რეგიონში კიდევ ერთი ქარიშხალია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზით, ქარიშხალი „ნორისტერი" შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს და შუა კვირაში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწევს.

სინოპტიკოსთა განცხადებით, ქარიშხალი „ნორისტერი" წინამორბედთან შედარებით ნაკლებად მძლავრი იქნება. თუმცა, რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, ქარი და დაბალი ტემპერატურა. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლიც.
XS
SM
MD
LG