ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი კომუნიკაცია შედგა

აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედეგა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდნმა პრეზიდენტის რანგში ვლადიმირ პუტინთან პირველი საუბრისას, შეშფოთება გამოთქვა რუსი აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე საუბარია “ახალი სტარტის” ხელშეკრულებაზე, რომელსაც ვადა 5 თებერვალს ეწურება. განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები ამ საკითხზე დაჩქარებული წესით იმიშავებენ.

ასევე ნახეთ: დღეიდან ენტონი ბლინკენი აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანია 


ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯენ პსაკიმ ყოველდღიურ კონფერენციაზე განაცხადა.

“ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ “მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს” - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.