შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი სამშაბათს 50,000-ს გადაცდა. ეს უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირების მზარდი რაოდენობა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს გამოწვევის წინაშე აყენებს.
ბოლო ერთ დღეში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 5 936 შემთხვევა ტეხასში დაფიქსირდა, შემდეგ ილინოისის შტატია და მას კალიფორნია მოსდევს. თუმცა ერთ სულ მოსახლეზე, კალიფორნიასთან შედარებით, შუა დასავლეთი ლიდერობს.
ასევე ნახეთ: შტატები, რომლებიც კანდიდატებმა მოიგესეროვნულ დონეზე ოქტომბრის დასაწყისიდან ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 64 პროცენტით გაიზარდა.
კოვიდ-19-ის კვალდაკვალ ამერიკელები არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ქვეყანაში ვირუსის 9.4 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.
პარასკევს შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო ანტირეკორდი მოხსნა, როცა ინფიცირების 100 000 შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში.
ასევე ნახეთ: "ფოქს-ნიუსი": რესპუბლიკელთა ეროვნულმა კომიტეტმა შტაბს ადგილი შეუცვალასაავადმყოფოები უისკონსინსა და ტეხასში ცდილობენ, დამატებითი საწოლების მოძიებას. ტეხასის ქალაქ ელ-პასოში საგამოფენო სივრცე საავადმყოფოდ გადააკეთეს.
ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსგავსი მატების მიზეზია კერძო შეკრებები დახურულ სივრცეში. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ბევრი ადამიანი ატარებს დროს დახურულ სივრცეში.