გრანდიოზული ფოიერვერკი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად

ბრუკლინის ხიდი, ნიუ-იორკი

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა ნიუ-იორკში.

ქალაქის მახოვრებლებს და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფოიერვერკი სამ სხვადასხვა ადგილზე ენახათ. ყველაზე გრანდიოზული კი ბრუკლინის ხიდთან მოეწყო. Macy's-ის ტრადიციულ ფოიერვერკს ათობით ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს.

Your browser doesn’t support HTML5

ფოტოკოლაჟი - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, ნიუ-იორკი

ფოიერვერკი 35 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარებას ქალაქში სახანძრო სამსახური აკვირდებოდა.

მთელი დღის განმავლობაში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები და გადაკეტილი იყო ბრუკლინის ხიდი და მიმდებარე ქუჩები.

ასეთი ვითარება იყო საზეიმო ღონისძიებების შემდეგ ქალაქის ქუჩებში.

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე - ვითარება ნიუ-იორკში

მოგვიანებით ფოიერვერკი კონი აილენდის სანაპიროზეც მოეწყო.

Macy's-ის ტრადიციული ფოიერვერკს "ამერიკის ხმა" facebook-ზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა.