მოსალოდნელია, რომ ხუთშაბათს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს რეზლუციას, რომლითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიუთითებს ირანთან დაპირისპირებაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.
პალატის სპიკერმა პელოსიმ კენჭისყრის შესახებ იმ განცხადებაში თქვა, რომლითაც ტრამპის ადმინისტრაცია, გასულ კვირაში ირანის ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის, კონგრესთან კონსულტაციის გარეშე ლიკვიდაციის გამო გააკრიტიკა.
სოლეიმანის წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო იერიშს პელოსიმ “პროვოკაციული და არაპროპორციული” ქმედება უწოდა, რამაც ამერიკელი ჯარისკაცები და დიპლომატები საფრთხის ქვეშ დააყენა.
რეზოლუცია პრეზიდენტს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ამერიკული ძალების გამოყენება შეწყვიტოს, თუ კონგრესი ომს არ გამოაცხადებს, ან კანონით დადგენილ სანქციას არ გასცემს, ან ასეთი სამხედრო მოქმედება შეერთებულ შტატებზე, მის ტერიტორიებზე და შეიარაღებულ ძალებზე გარდაუვალი თავდასხმის მოსაგერიებლად აუცილებელი არ იქნება.
მოსალოდნელია, რომ დემოკრატების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში ეს რეზოლუცია ადვილად გავა, თუმცა ნაკლებად ნათელია, თუ რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებულ სენატში მას რა ბედი ეწევა.