მკვლევრები ამბობენ, რომ ამერიკელი ამომრჩევლები ონლაინ სივრცეში ჩინეთის გავლენის სამიზნე არიან

სადაზვერვო კომპანია "გრაფიკის" მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ჩინეთის სოციალური მედიის გავლენის ოპერაციები მიზანში იღებენ ამერიკელ ამომრჩევლებს და მოსახლეობაში დამაპირისპირებელ მესიჯებს აგზავნის.

კამპანია ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ძალისხმევის ნაწილია, რომელსაც ანალიტიკოსები "სპამუფლაჟს", ან "დრაგონბრიჯს" უწოდებენ. ამ კამპანის მიზანია სპამებისა და მიზანმიმართული პროპაგანდის ნარევის ინტერნეტში გავრცელება.

"სპამუფლაჟი", დაახლოებით, 2017 წლიდან გააქტიურდა, მაგრამ ექსპერტების აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კაპმანიამ გააძლიერა თავისი საქმიანობა. მან გამოიყენა ათასობით ანგარიში 50-ზე მეტ ვებსაიტზე, ფორუმზე და სოციალური მედიის პლატფორმაზე.

„ამ ანგარიშის მთავარი დასკვნა ისაა, რომ "სპამუფლაჟი" უფრო აგრესიული გახდა აშშ-ს პოლიტიკურ საუბრებში შეღწევისა და ზემოქმედების მცდელობაში“,- ამბობს ჯეკ სტაბსი, რომელიც "გრაფიკას" კვლევით ჯგუფს მართავს.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვიჩვენებს, რომ ჩინეთის გავლენის ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ამერიკის წინააღმდეგ, ვითარდება, იყენებს უფრო განვითარებულ, შემაცდენელ ქცევებს და პირდაპირ მიზანში იღებს საზოგადოებაში ჰიპერმგრძნობიარე თემებზე განხეთქილების შემოტანას“, - დასძინა სტაბსმა.