ანკარა გმობს ამერიკის მიერ თურქი ბანკირის დამნაშავედ ცნობას

თურქეთი ამერიკის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს თურქი ბანკირის დამნაშავედ ცნობის გამო. ამერიკის სასამართლომ თურქული სახელმწიფო "ჰალკბანკის" დირექტორის მოადგილეს, მეჰმეტ ჰაკან ატილას, ბრალი ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში წაუყენა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს მისი ქვეყნის წინაღმდეგ „შეთქმულებების სერიის“ ნაწილია.

ნიუ-იორკის სასამართლომ, მეჰმეტ ჰაკან ატილა დამნაშავედ ცნო ექვსი ბრალდებიდან 5-ში, რომელიც ამერიკული სანქციების თავიდან არიდების სქემას შეეხებოდა. თურქული ბანკები ჩართული იყვნენ ფულის გათეთრების ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავიდან აცილების მიზნით.

ამერიკამ შესაძლოა თურქეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები მიიღოს, მაგალითად, როგორიცაა შეზღუდვა თურქულ ბანკებზე, ისესხონ ფული ამერიკის ფინანსური ბაზრებიდან. ყოველთვიურად თურქეთი დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს სესხულობს.