პრეზიდენტმა ეს განცხადება კოსტა რიკაში ვიზიტის დროს გააკეთა
პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ გეგმავს სახმელეთო ჯარის გაგზავნას სირიაში. პრეზიდენტმა ეს განცხადება სან ხოსეში, კოსტა რიკის პრეზიდენტთან ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა.
კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს აშშ იმ შემთხვევაში თუ ასადის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები დადასტურდა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას არ შეუძლია არაფრის გამორიცხვა, თუმცა სახმელეთო ჯარის სირიაში გაგზავნა ნაკლებ სავარაუდოა.