ლიბიიდან ამერიკელი დიპლომატები გაიწვიეს

ეს ნაბიჯი გადადგმული იყო დიპლომატთა უსაფრთხოებას მიზნით
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უსაფრთხოების მიზნით, ტრიპოლიში განლაგებული ამერიკის საელჩოდან დიპლომატიური კადრები გამოიწვია, თუმცა, აცხადებს, რომ ეს დროებითი ნაბიჯია და საელჩოში კადრებს მომავალ კვირას დააბრუნებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად იმყოფება, უარი განაცხადა, დამატებითი დეტალები დაეკონკრეტებინა, ასევე, თუ რა რაოდენობის კადრები გამოიყვანეს საელჩოდან.

სექტემბრის დასაწყისში, ბენღაზიში მდებარე საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმისას ამერიკის ელჩი და საელჩოს სამი თანამშრომელი დაიღუპა.

ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ეს თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.