შეერთებული შტატები დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, 400 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ინფორმაციას ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აქვეყნებს. გავრცელებული ცნობით, დახმარების მორიგი პაკეტი, ძირითადად, საბრძოლო მასალებისგან შედგება.
ასევე ნახეთ: ბლინკენის და ლავროვის პირველი, მოკლე შეხვედრა ომის დაწყების შემდეგ, დიდი ოცეულის კულუარებშითეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერს, ჯონ კირბის, 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე დახმარების ახალი პაკეტის შესახებ არ უსაუბრია. თუმცა, მან თქვა, რომ პაკეტის დეტალების შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მოსალოდენელია, რომ უკრაინისადმი დახმარება, მთავარი თემა იქნება დღეს, თეთრ სახლში დაგეგმილ, პრეზიდენტ ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრაზე.
შეერთებული შტატები, ახლო მოკავშირეებთან, ჩინეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ პეკინის მოსკოვს, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ასევე ნახეთ: შოლცი ჩინეთს დაჟინებით მოუწოდებს, რუსეთი არ შეაიარაღოსჟურნალისტებმა ჯონ კირბის ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ჩინეთის წინააღმდეგ პოტენციური სანქციები, პრეზიდენტ ბაიდენისა და კანცლერ შოლცის საუბრის ერთ-ერთი თემა. „რა თქმა უნდა, ველოდები, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრის კონტექსტში, რუსეთისთის მესამე მხარის მხარდაჭერის საკითხი შესაძლოა დადგეს“ - თქვა კირბიმ.