თეთრი ცალმხრივი ნაბიჯებს არასაფრენი ზონის დაწესებაზე არ განიხილავს
შეერთებულ შტატებზე და სხვა ქვეყნებზე ძლიერდება ზეწოლა, სირიის პრეზიდენტის ასადის წინააღმდეგ არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლო შედეგებს არკვევდა.
სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 23 ათასს გადააჭარბა. ვაშინგტონს უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ. სირიის სამთავრობო ავიაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ამბოხებულთა პოზიციებს ბომბავს. გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა და ნატოს მოკავშირეებმა ლიბიელი ამბოხებულების მხარდასაჭერად ავიაცია აამოქმედეს. მაშინ მათ ნაბიჯს გაეროს მანდატი უმაგრებდა ზურგს და არაბული სამყაროს ბევრი ქვეყანაც ამართლებდა. თუმცა, ამჯერად სხვა ვითარებაა. ობამას ადმნისტრაციაში ამბობენ, რომ ანალოგიური ქმედების შემთხვევაში გაცილებით მეტი პრობლემა წარმოიქმნება.
„იქ იყო მოსალოდნელი თავდასხმა. იქ იყო მოწოდება გაერთიანებული ოპოზიცის მხრიდან საერთაშორისო ჩარევის შესახებ. იქ იყო საერთაშორისო კონსენსუსი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, ასევე არაბული ლიგის დონეზე. სირიაში განსხვავებული ვითარებაა,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ.
შეერთებული შტატები კონსულტაციებს აწარმოებს თურქეთთან, ისრაელთან, იორდანიასთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. თუმცა, ვაშინგტონს უთანხმოება აქვს რუსეთთან და ჩინეთთან.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ამბობს, რომ ვაშინგტონს სურს სირიელი ამბოხებულებისთვის დახმარება, თუმცა ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა არასაფრენი ზონის დაწესებაზე არ განიხილება.
ივლისში ვაშინგტონში შეკრებილი დაახლოებით 60 ექსპერტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას სირიაში არასაფრენი ზონის უზრუნველყოფას თხოვდა.
„ეს არის ერთერთი საშუალება, რითაც ჩვენ ლიბიაში ვიმოქმედეთ. ეს ნელნელა ამოქმედდა. ამჯერად, გამოჩნდება თუ რამდენად სურს შეერთებულ შტატებს ანალოგიური ქმედების განხორციელება,“ - ამბობს ანალიტიკოსი რობერტ ზარატი.
კორპორაცია რენდის ანალიტიკოსი კრის ჩივისი ამბობს, რომ სირიაში ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას იგივე მიზანი ექნება რაც ლიბიაში.
„პირველი ეს არის ქიმიური იარაღის უსაფრთხოება. მეორე ეს იქნება ამ იარაღის შემცირება და მისი გამოყენების აღკვეთა. ასევე, ალ-ყაიდას გავლენის შემცირება. და მესამე, ეს იქნება სასტიკი რელიგიური ომის აღკვეთა, რომლის საფგთხეც ასადის რეჟიმისის დამხობის შემდეგ დიდია,“- ამბობს ჩივისი.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ სირიელი ამბოხებულების დასახმარებლად. თუმცა, ამავე დროს აუცილებელია სირიაში კონფლიქტის შემდგე გრძელვადიანი გეგმის განხორციელება, რაც შესაძლოა უცხო ჯარების სახმელეთო ოპერაციასაც ითვალისწინებდეს.