პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია სირიელ ამბოხებულებს ამ დრომდე არალეტალურ დახმარებას უწევს
ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, ისრაელის საჰაერო დარტყმა სირიაზე მიუთითებს, რომ ამერიკას შეუძლია განახორციელოს ქმედებები სირიის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. მათი თქმით, ამ მოსახლეობას საფრთხე ბაშარ ალ-ასადის მთავრობისგან ექმნება.
პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია სირიელ ამბოხებულებს ამ დრომდე არალეტალურ დახმარებას უწევს. ასევე ჰუმანიტარული ტვირთებით ეხმარება სირიის სამოქალაქო ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალ პირებს. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დრომდე ეწინააღმდეგება სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას და აცხადებს, რომ ამის შედეგად ამერიკული ავიაცია სირიის ანტისაჰაერო თავდაცვის სამიზნე გახდება. თუმცა, რესპუბლიკელი კონგრესმენის ტომ კოტონის განცხადებით, ისრაელის დარტყმამ დაადასტურა, რომ ამგვარი შეშფოთება უადგილოა.