სირიის დედაქალაქ დამასკოში კვირას დილით აფეთქებები მოხდა. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დედაქალაქის მახლობლად მდებარე სამხედრო კვლევით ცენტრს ისრაელის მხრიდან ნასროლი რაკეტები მოხვდა. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თელავივმა სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემაზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. დამასკოსთან მდებარე სამხედრო ცენტრი ისრაელის სამიზნე იანვარშიც გახდა.
აფეთქება დამასკოსთან
სირია ისრაელს თავდასხმაში ადანაშაულებს