ამერიკაში ტორნადოების გამო 2 ადამიანი დაიღუპა

US Storms

ამერიკაში, კერძოდ ლუიზიანასა და ქვეყნის სამხრეთში, ძლიერი ტორნადოების გამო, მცირეწლოვნი ბიჭი და დედამისი დაიღუპნენ.

ჩრდილოეთ ლუიზიანაში გარდაცვლილი ბიჭი ხეებს შორის ჩახერგილი იპოვეს, სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით. დედამისი მოგვიანებით, ღამის 2:30 საათზე სახლიდან ერთი ქუჩის მოშორებით აღმოაჩინეს. ქალისა და ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მამამ გაავრცელა. შერიფის თქმით, ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანადაა განადგურებული.

"მისამართზე, რომელიც მითითებული იყო, სახლის პოვნაც კი ვერ შევძელით. ყველაფერი დანგრეული იყო",- უთხრა ადგილობრივ ტელევიზიას შერიფმა.

გარდა ამის, ლუიზიანაში, ფარმერვილში, საავადმყოფოში ტორნადოს დროს დაშავებული მინიმუმ 20 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაც სხვადასხვა დაზიანება აქვთ. ზოგიერთი მათგანის ჭრილობა და მდგომარეობა კრიტიკულია.

პროგნოზის მიხედვით, ამინდი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაუარესდება და ლუიზიანასა და მისისიპიში, ასევე ალაბამის გარკვეულ ტერიტორიაზე ტორნადოების გაძლიერებას ელოდებიან.

სინოპტიკოსები არაერთი შტატის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შეიძლება თოვლის, ქარბუქებისა და ყინვისა გამო გადაადგილებისთვის საშიში პირობები შეიქმნას.