ამერიკის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი კევინ მაკკართი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. ეს განცხადება სპიკერმა რუსი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააკეთა - როცა ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ მაკკართი არ უჭერს მხარს იარაღით უკრაინის მომარაგებას.
ისრაელში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად მაკკართიმ თქვა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, და არა იმას, რაც "თქვენმა ქვეყანამ უკრაინას გაუკეთა".
ასევე ნახეთ: „ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანამ“ - ამერიკა უკრაინის დახმარებას აგრძელებს"მე ბავშვების მკვლელობას არ ვუჭერ მხარს. თქვენ უნდა გახვიდეთ [უკრაინიდან]. ამერიკა კი განაგრძობს უკრაინის დახმარებას, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს ამას ისე, როგორც არის", - მიმართა პალატის სპიკერმა ჟურნალისტს.
კევინ მაკკართი იერუსალიმში ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულ დელეგაციას ხელმძღვანელობს და ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც პოსტი დაიკავა. ამასთან, ის ბოლო 25 წლის განმავლობაში, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერია, რომელმაც ქსენეთს, ისრაელის პარლამენტს, სიტყვით მიმართა.