აშშ-ის სენატი ფხენიანის ქმედებით შეშფოთებულია

აშშ-ის სენტმა უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოხატა, და ჩრდილოეთ კორეის მდგომარეობას მან საგანგაშო უწოდა. რესპუბლიკელმა სენატორმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკეინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება მისი ჩვეული საქციელია, რომელიც აგრესიაში გამოიხატება. მან მოუწოდა ფხენიანის ყველაზე ახლო მოკავშირეს - ჩინეთს, გაზარდოს წნეხი და ჩრდილოეთ კორეას შეაცვლევინოს მიმართულება:
"ეს თამაში უკვე 20 წელიწადია გრძელდება, კონფრონტაციას მოყვება დახმარება, შემდეგ მოლაპარაკებები და ისევ კონფრონტაცია. ასე გრძელდება გაუთავებლად. ერთადერთი დადებითი ფაქტი რაც რაკეტის უშედეგო გაშვებას მოჰყვა, 200 მილიონის დაზოგვაა, რომელიც სურსათის სახით ჩრდილოეთ კორეისთვის უნდა გადაგვეცა.