ამერიკის სენატი ჯეფ სეშენის დამტკიცებას შეძლებს

ჯეფ სეშენსი

შეერთებული შტატების სენატი დღეს სენატორ ჯეფ სეშენს, სავარაუდოდ, გენერალურ პროკურორად დაამტკიცებს. რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებული კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად კი მათ ხმების უბრალო უმრავლესობა სჭირდებათ.

თუმცა, დემოკრატი კანონმდებლები იოლად არ დანებებულან. განხილვებზე მათ სენატორ სეშენს წარსული გაუხსენეს და ისაუბრეს მის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაზე იმიგრაციის და სამოქალაქო უფლებების მიმართ. დემოკრატ სენატორებს მიმდინარე განხილვით მხოლოდ დამტკიცების პროცესის გაჭიანურება შეუძლიათ.