ამ კვირაში, აშშ-ის სენატი შეეცდება უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების 95,34 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის რამდენიმე თვიანი შეფერხების შემდეგ მიღებას. ამ დროისთვის არ არის ნათელი, დაუჭერს თუ არა მხარს მას წარმომადგენელთა პალატა. პაკეტი ასევე მოიცავს დახმრებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკის მოკავშირეებისთვის.
კვირას, 11 თებერვალს, სენატში 67-27 კენჭისყრით სენატორებმა კანონპროექტის პროცედურულად შემდეგ საფეხურზე გადასვლას მხარი დაუჭირეს.
ორშაბათს, სენატში მოსალოდნელია პროცედურული კენჭისყრა, რომელიც წარმატების შემთხვევაში ხელს შეუწყობს კანონპროექტის შემუშავების გაგრძელებას.
აგვისტოდან მოყოლებული, თეთრი სახლი მოუწოდებს კონგრესს დააჩქაროს ახალი დახმარების პაკეტის მიღება უკრაინისთვის. "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ თეთრმა სახლმა ასევე მოითხოვა თანხები მოკავშირე ისრაელისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის პალესტინელებისთვის ღაზაში.
ასევე ნახეთ: ამერიკის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოო არ არისამ დრომდე პაკეტი საიმიგრაციო რეფორმებთან ერთად განიხილებოდა, თუმცა გასულ კვირას სენატორებმა ორი საკითხის განცალკევების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა წინააღდეგობა გახდა, რამაც ოთხი თვის განმავლობაში დააყოვნა დახმარების პაკეტის მიღება. რესპუბლიკელები საიმიგრაციო რეფორმებს ითხოვენ და ამ საკითხს უკრაინის დახმარებას უკავშირებდნენ.
კანონპროექტს, რომელსაც ახლა სენატში განიხილავენ, ზოგიერთი რესპუბლიკელის წინააღმდეგობა მოჰყვა. კანონმდებელთა უმეტესობა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უჭერს მხარს. ისინი მოითხოვენ, რომ აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა და სამხრეთ საზღვრის დაცვა გამკაცრდეს, უსაბუთო ემიგრანტების უჩვეულოდ მაღალი ნაკადის შესაჩერებლად.