სამშაბათს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, ირანთან დაკავშირებული დაახლოებით სამი ათეული ახალი ამბების ვებ-გვერდის კონფისკაცია მოახდინა. ამ ვებგვერდებს დეზინფორმაციის გავრცელება ბრალდება.
“დღეს, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა მოახდინა 33ვებ-გვერდის კონფისკაცია, რომლებსაც ირანის ისლამური რადიო და ტელევიზია (IRTVU) იყენებდა და ასევე სამი ვებ-გვერდის კონფისკაცია, რომელსაც “ქათაიიბ ჰიზბალა” (KH) ამერიკული სანქციების დარღვევით მართავდა”, ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ირანულმა მედიამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოსთან დაკავშირებული, ახალი ამბების რამდენიმე ვებ-გვერდი, როგორც ჩანდა, აშშ-ს მთავრობის მიერ, ყოველგვარი ნათელი მიზეზის ან განმარტების გარეშე, “ჩამორთმეული” იყო.
უეცრად გათიშულ ვებ-გვერდებს შორის იყო ინგლისურენოვანი სახელმწიფო ტელევიზია “პრეს ტვ”, მისი არაბული არხი “ალ-ალამი” და იემენის ჰუთი ამბოხებულების, თანამგზავრით გავრცელებული ახალი ამბების არხი“ალ-მასირა”.
ვებ-გვერდებზე განთავსებულ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ჩამორთმევა “კონფისკაციის ორდერის შესაბამისად” მოხდა. შეტყობინებაში ასახული იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს და სავაჭრო დეპარტამენტის ინდუსტრიის და უსაფრთხოების ბიუროს ბეჭდები.
ასევე ნახეთ: "ფეისბუქის" განცხადებით, მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშები დაბლოკეს
ეს ნაბიჯი ირანში ახალი პრეზიდენტის, დასავლეთის გამორჩეული კრიტიკოსის ებრაჰიმ რაისის არჩევიდან რამდენიმე დღეში გადაიდგა.
ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა ვებ-გვერდებისთვის მინიჭებული 92 სახელის კონფისკაცია მოახდინა და განაცხადა, რომ ამ სახელებს “ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი უკანონოდ იყენებდა”, რათა დეზინფორმაცია გაევრცელებინა.
სააგენტო “ფრანს პრესმა” სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ვებ-გვერდების მინიჭებული სახელები ასევე გაუყინა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს ერაყში და ლიბანის სამხედრო-პოლიტიკურ ფრაქცია “ჰეზბოლას”.