შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს სანქციები დაუწესა ოთხ რუს აგენტს, რომლებსაც ვაშინგტონი ადანაშაულებს, 2021 წელს დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობაში.
ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოთხი რუსი დაკავშირებულია მოსკოვის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან. მათ ამერიკაში აქტივები გაეყინებათ და აეკრძალებათ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება ამერიკის გავლით. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტი მათ სავიზო შეზღუდვებს უწესებს.
ასევე ნახეთ: რუსეთში შექმნილ ვითარებაში ნავალნი კორუმპირებულ ელიტას ადანაშაულებსგანცხადებაში, ხაზინის ანტიტერორისტულმა მიმართულების ხელმძღვანელმა ბრაიან ნელსონმა თქვა: „დღეს ჩვენ შევახსენებთ ვლადიმირ პუტინს და მის რეჟიმს, რომ შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის წარმოებას, არამედ რუსი ხალხის ადამიანის უფლებების დარღვევას“.
„2020 წელს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობა აჩვენებს კრემლის უპატივცემულობას ადამიანის უფლებების მიმართ და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას კრემლის ჯალათების საპასუხოდ“, - თქვა ნელსონმა.
ნავალნი, პუტინის დიდი ხნის კრიტიკოსი, 2021 წლის იანვარში დააკავეს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საბჭოთა პერიოდის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ.
კრემლმა ერთ მომენტში ნავალნი დაადანაშაულა CIA-სთან თანამშრომლობაში რუსეთის ძირის გამოთხრის მიზნით. მოსკოვი უარყოფს რაიმე კავშირს ნავალნის მოწამვლასთან.
ასევე ნახეთ: ალექსეი ნავალნის 19-წლიანი სპეციალური რეჟიმი მიუსაჯეს47 წლის ნავალნი პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნეა. ის თაღლითობისა და გაფლანგვის ბრალდებით ცხრაწლიან სასჯელს იხდიდა, მაგრამ ახლახანს კიდევ 19 წელი მიესაჯა ექსტრემიზმთან დაკავშირებული ბრალდებით.
სანქცირებული რუსი აგენტები არიან ალექსეი ალექსანდროვი, კონსტანტინე კუდრიავცევი, ივან ოსიპოვი და ვლადიმერ პანიაევი.
ამ სტატიაში გამოყენებულია ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ მასალა.