მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეა წელს უკვე 18-ედ ატარებს რაკეტების გამოცდას და ამ გზით ცდილობს ძალის დემონსტრაციას რეგიონში, სამხრეთ კორეელმა და ამერიკელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, სწავლებაში გამოყენებული იყო სამხრეთ კორეის შვიდი, ხოლო ერთი ამერიკული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა. წვრთნების განმავლობაში ამერიკელმა და სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა 10 წუთის განმავლობაში 8 ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.
„რაკეტების გაშვების მიზანი იყო, ჩრდილოეთ კორეის თავდასხმებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარის დემონსტრირება,“- თქვეს სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ჩაატარამხოლოდ ამ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ 35 წუთის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა ადგილიდან რვა მოკლე რადიუსის რაკეტა ისროლა, ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეა ავრცელებს. მათივე თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეისთვის ერთ დღეში დატესტილი რაკეტების კუთხით რეკორდული მაჩვენებელია.