ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის განცხადებით, მათ უფრო შორი რადიუსის რაკეტა გამოსცადეს


ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA აცხადებს, რომ ფოტოების ეს კომბინაცია "ჰუასონგ-12" რაკეტის გამოცდას ასახავს
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA აცხადებს, რომ ფოტოების ეს კომბინაცია "ჰუასონგ-12" რაკეტის გამოცდას ასახავს

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მათ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი მანძილი დაფარა. ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც, რაკეტა "ჰუასონგ-12" კვირას, დილით ადრე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან გაუშვეს. ფხენიანის განცხადებით, სააგენტოს ფოტოები ასახავს არამარტო რაკეტის გაშვების მომენტს, არამედ რაკეტაზე დამაგრებული ფოტოაპარატით გადაღებული დედამიწის ხედებს.

რაკეტის გამოცდას სამხრეთ კორეაც ადასტურებს. სეული ამბობს, რომ რაკეტა სიმაღლეში დაახლოებით 2 000 კილომეტრზე აფრინდა და გაშვების ადგილიდან დაახლოებით 800 მეტრში, წყალში ჩავარდა. თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რაკეტის "ჰუასონგ-12" რადიუსი დაახლოებით 4 500 კილომეტრს შეადგენს. ეს ყველაზე შორი რადიუსის რაკეტაა, რომელიც ფხენიანმა 2017 წლის შემდეგ გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მთელი სერიით აკრძალული აქვს. თუმცა, მხოლოდ იანვრის მიმდინარე თვეში ფხენიანმა 11 რაკეტა გამოსცადა, რითაც ერთ თვეში გაშვებული რაკეტების რეკორდი მოხსნა.

გამოცდის მორიგი ფაქტი დაგმო შეერთებული შტატების არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდოეთ-წყნარი ოკეანის სარდლობიდან. მომხდართან დაკავშირებით მსგავსი განცხადება იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმაც გააკეთა.

XS
SM
MD
LG