საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით, რუსული „სოიუზის“ რაკეტის გაშვებიდან რამდენიმე წუთში, ხომალდის ამერიკულ-რუსულმა ეკიპაჟმა დედამიწაზე ავარიული დაშვება უსაფრთხოდ მოახდინა.
„ნასამ“ განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდის დროინდელი, ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაშვების შემდეგ, ხომალდის ამაჩქარებელს პრობლემა აღმოაჩნდა.
დედამიწამდე დაბრუნებამდე, რომელსაც „ნასამ“ „ბალისტიკური დაშვება“ უწოდა, „სოიუზი“ ამაჩქარებელს გამოეყო. ასეთი ტიპის დაშვება, ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო მახვილი კუთხით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრებმა მომეტებული გრავიტაციული ძალების ზემოქმედება განიცადეს.
„ნასამ“ განაცხადა, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე დაშვების შემდეგ, მაშველები ამერიკელ ასტრონავტ ნიკ ჰეიგთან და „როსკოსმოსის“ კოსმონავტ ალექსეი ოვჩინინინთან მივიდნენ და ორივე კარგად იყო.