ექსპერტები 2013 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობას აფასებენ. "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციის მასალის მიხედვით
ვეინ მერი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ გასულ წელს ამერიკის და რუსეთის ინტერესთა თანხვედრა მეტწილად შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ობამას ადმინისტრაცია სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების, ავღანეთში თანამშრომლობის და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღების ფარგლებში „გადატვირთვის“ პოლიტიკას ატარებდა. ვაშინგტონი რუსეთისგან მორჩილებას თუ არა მხარდაჭერას მაინც მოითხოვდა ირანთან, სირიასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. პუტინის მთავრობა კი თავის მხრივ ევრაზიაში საკუთარი ჰეგემონიის დამკვიდრებას და გლობალურ საკითხებში დამოუკიდებელი პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა.
ეს „ცივი ომი“ არ იყო, მაგრამ ორივე სახელმწიფოს ლიდერი აშკარად გამოხატავდა ქვეყნებს შორის ურთიერთობის სახელმწიფო ხედვის არქონას.
ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობებზე სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს ევროპის და ჩინეთის ქმედებები. ეს ურთიერთობები მთლიანობაში იმით ხასიათდება, რაც მათ აკლია, როგორიცაა: ნორმალური, საქმიანი კავშირები, გლობალური ინტერესების თანხვედრა, საერთო, ორმხრივი დღის წესრიგი და ყველაზე მთავარი, სამოქალაქო პოლიტიკური დიალოგი.
ოლგა ოლიკერი, რენდის კორპორაციის საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ 2013 საკმაოდ მოუწესრიგებელი წელიწადი აღმოჩნდა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს იყო თანამშრომლობის და მეტოქეობის ნაზავი.
გარკვეული კუთხით ეს ურთიერთობები სტაბილურია. ზოგიერთ სფეროში ორივე ქვეყანას აქვს საპირისპირო ინტერესები, ზოგ სფეროში კი თანამშრომლობენ. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მუდმივ მცდელობებს, წარმოაჩინოს თავი ამერიკის საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგედ, სავარაუდოა, რომ მათი ურთიერთობები იგივე კალაპოტში დარჩება.
აღსანიშნავიაამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სამი, ყველაზე სიმბოლური მოვლენა: ყველაზე საშინელი, ყველაზე უცნაური და ყველაზე დადებითი.
ყველაზე საშინლად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკელი ოჯახების მიერ რუსი ობლების შვილად აყვანის აკრძალვა. ეს ცინიკური ნაბიჯი რუსულ საზოგადოებაზე იყო გათვლილი და ამ ბავშვების მდგომარეობა ბევრად გააუარესა.
ყველაზე უცნაური იყო ედუარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა. სნოუდენს იგივე საქციელი რომ ჩაედინა რუსეთში, ის რუსეთშიც ისეთივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა, როგორშიც ამერიკაში აღმოჩნდა. მოსკოვს მისი გამოყენებით სურდა ამერიკისთვის ნიშნი მოეგო, ამის სხვაგვარად აღქმა შეუძლებელია.
ყველაზე დადებითი იყო სირიის საკითხზე მიღწეული შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი გრძელდება, რუსეთის დიპლომატიამ შეძლო ყველა მხარე დაეყოლიებინა კომპრომისზე და თითქმის გარდაუვალი ინტერვენცია შეაჩერა.
2014 წელს მოსალოდნელია ამ ურთიერთობებში აღმასვლაც და ვარდნაც.
2013 წელს კი რუსეთმა, როცა ამის საშუალება მიეცა, საერთაშორისო არენაზე თავი წარმოაჩინა, როგორც ანგარიშგასაწევმა მოთამაშემ.
ნიკოლაი პეტროს, როდ აილენდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორს მიაჩნია, რომ 2013 წელი, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებისთვის დაკარგული შესაძლებლობების წელი იყო. ბოსტონის ტერაქტთან დაკავშირებით, დაიკარგა ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა, რითაც ტერაქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა მომხდარიყო. სნოუდენთან დაკავშირებით კი, მისი პასპორტის დაუფიქრებლად ანულირებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთი სინამდვილეში ვალდებული შეიქნა მისთვის დროებითი თავშესაფარი მიეცა.
სირიასთან და ირანთან დაკავშირებულმა მოვლენებმაც არ აიძულა შეერთებული შტატები დაენახა რუსეთში ნამდვილი პარტნიორი და მოკავშირე. ამის გამო, დასავლეთის პოლიტიკის მორიგი მარცხის გამოაშკარავებასთან ერთად, ამჯერად უკრაინასთან მიმართებაში, უმალვე აამოქმედეს ძველი სტერეოტიპები და ამტკიცებენ , რომ რუსეთია ყველაფერში დამნაშავე.
ძნელი წარმოსადგენია როგორ შეიძლება ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა, როცა არ გვტოვებს ეს ეგრეთწოდებული: „ფასეულობების თანხვედრის არქონის“ არაჯანსაღი ატმოსფერო.
იმედია ორივე ქვეყნის პოლიტიკური ელიტა შეძლებს უარი თქვას გამოგონილ დაპირისპირებებზე, გადავიდეს ნამდვილ ურთიერთპატივისცემაზე და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
პიცბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯოშუა სპერო ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები დაძაბული იყო სტრატეგიული შეფასებების განსხვავების გამო ისეთ საკითხებში, როგორებიც იყო ირანის ბირთვული პროგრამა და სირიის სამოქალაქო ომი. ბოლო დროს მიღწეულმა დიპლომატიურმა გარღვევებმა კი შეიძლება ნაყოფიერი ნიადაგი შექმნას შემდგომი თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ორივე ქვეყანას აქვს საერთო პრობლემა, საერთაშორისო ტერორისტული ქსელები. ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ორივე ქვეყანას შეუძლია განავითაროს ურთიერთთანამშრომლობა კონტრტერორისტული მიმართულებით.
ბრაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარის სერგეი ხრუშჩოვის აზრით, ამჟამად მსოფლიოში ამ ორი ქვეყნის გზები თითქმის არ იკვეთება და ერთმანეთზე არ არიან დამოკიდებულნი. მათი ურთიერთობა მხოლოდ ემოციურ დონეზეა, ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ხანდახან კი ეხმარებიან. მაგალითად პუტინი ძალიან დაეხმარა ამერიკას, როცა ამერიკა თითქმის უკვე ჩაერთო სირიის ომში, ისე რომ გარკვეულიც არ იყო ვის მხარეს აღმოჩნდებოდა. რუსეთმა დაარწმუნა ასადი უარი ეთქვა ქიმიურ იარაღზე, რითაც ობამას მოეხსნა ის პასუხისმგებლობა, რომელიც მან ასე წინდაუხედავად აიღო საკუთარ თავზე.
ჩემი აზრით, ყველაფერი ასევე გაგრძელდება. როცა ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა, ისინი ერთობლივად იმოქმედებენ, როცა არ დაემთხვევა, დამოუკიდებლად იმოქმედებენ. მაგრამ ეს გავლენას არ მოახდენს მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.