თავდასხმები წითელ ზღვაში გადაზიდვის ფასებს ზრდის
Your browser doesn’t support HTML5
წითელ ზღვაში ტვირთის გადაზიდვა ისევ ფერხდება. ჰუტების გახშირებული თავდასხმის გამო, გემები შემოვლით მარშრუტებს ირჩევენ. კომერციული რეისების დასაცავად შეერთებული შტატების მიერ შექმნილი საერთაშორისო კოალიციის ამოქმედების მიუხედავად, ვითარების გაუმჯობესებას სულ ცოტა, რამდენიმე კვირა არ ელიან.