მილიონობით ამერიკელი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამარათულ დებატებს მოუთმენლად ელის.
დებატების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, საპრეზიდენტო კანდიდატებმა - დემოკრატმა ბარაკ ობამამ და რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ საბოლოო რეკომენდაციები დებატების წარმართვის შესახებ საკუთარი მრჩეველებისგან უკვე მიიღეს. კანდიდატებს, საკმაოდ მწვავე კამათი ექნებათ ქვეყნის ეკონომიკასა და სხვადასხვა საშინაო საკითხებზე.
ექსპერტების ვარაუდით, საპრეზიდენტო დებატების დასრულებისთანავე, მედია საშუალებები და პოლიტოლოგები კანიდატთა მიერ წარმოთქმულ იმ წინადადებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელიც გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს 6 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
თუმცა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერტის, ჯონ საიდისა და მისი თანამოაზრეების თქმით, არჩევნების შედეგებზე ყველაზე მეტად 1960 წელსა და 2000 წელს გამართულმა საპრეზიდენტო დებატებმა იმოქმედეს.
52 წლის წინ გამართულ საპრეზიდენტო დებატებში, საჯარო კამათში მონაწილეობის მიღებისას რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, რიჩარდ ნიქსონი მოუმზადებელი აღმოჩნდა. მაშინ მასმედია იუწყებოდა, რომ ბატონი ნიქსონი მოტეხილი ჩანდა და მერყევი, რომელმაც თავი ვერ გაართვა მის მოწინააღმდეგე - ჯონ ფიჯერალდ კენედისთან კამათს. მსგავსი ვითარება იყო 2000 წელსაც, როდესაც დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი, ალ გორი წარუმატებელი აღმოჩნდა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატ, ჯორჯ ბუშთან კამათში.
დებატების დასრულების შემდეგ, ამერიკული ტელევიზიები ბატონი ობამასა და ბატონი რომნის მიერ იმ ხუმრობანარევ გამონათქვამებზე გააკეთებენ კომენტარებს, რომლებიც მათ დებატების დროს წარმოთქვეს. მიუხედავად ამისა, ექპსერტი საიდის მოსაზრებით, არც ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმაზე, თუ ვინ იქნება გამარჯვებული არჩევნებში.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბარაკ ობამა ოდნავ წინ უსწრებს მიტ რომნის. საბოლოოდ კი, არჩევნებში წარმატება არა მოსახლეობის ხმებით განისაღვრება, არამედ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, სადაც თითოეული შტატის გავლენა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით აისახება.
ექსპერტი საიდის თქმით ბატონ რომნის, რომელიც მდიდარი ბიზნესმენია და ასევე, მასაჩუსეტის შტატის გუბერნატორი იყო, საპრეზიდენტო კამპანიისათვის ახლა გარკვეული სირთულეების გადალახვა უწევს:
„მის წინ საკმაოდ რთული მისაა. ამ შემთხვევაში, ბატონი რომნი საპრეზიდენტო კამპანიის ტემპის შეცვლას უნდა შეეცადოს იმისათვის, რომ ობამას წინასაარჩევნო რიტმს არ ჩამორჩეს.“
თუმცა, განსხვავბული აზრი აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ექსპერტს, სტეფან ვეინს. მისი თქმით, რომნის ისეთი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რომლითაც ამომრჩეველს დაუმტკიცებს, რომ იგი ობამაზე უკეთესია. რაც შეეხება თავად პრეზიდენტ ობამას, ექსპერტი საიდი ამბობს რომ მისი მიზანი უნდა იყოს უშეცდომო დაპირისპირება მის ოპონენტთან.

„ზოგადად დებატები არჩევნების შედეგებისთვის გადამწყვეტი ვერ იქნება, თუმცა ობამა-რომნის დებატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება“