ამერიკის სააგენტოს, რომლის მოვალეობაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების სიცოცხლის დაცვაა, სურს რომ შტატების და ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მეტი გააკეთონ, რათა პოტენციური საფრთხეების ძალადობაში გადაზრდა შეაჩერონ.
ამასთან ერთად, სააგენტო ცდილობს ქვეყნის მასშტაბით პოლიციის დეპარტამენტებს უჩვენოს, ეს როგორ გააკეთონ.
ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, ამერიკის საიდუმლო სამსახურის საფრთხის შეფასების ეროვნულმა ცენტრმა (NTAC) გამოსცა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც სამართალდამცავ სააგენტოებს მოუწოდებს შექმნან კონკრეტული დანაყოფები, რათა რეაგირება მოახდინონ საფრთხის შემცველ საქციელზე. მაშინაც, კი. როდესაც შეშფოთების მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუმცა კანონები ჯერ არ დარღვეულა.
ასევე ნახეთ: შიდა ტერორიზმი - როგორ უნდა ებრძოლოს ამერიკა ექსტრემიზმს?სახელმძღვანელო პოლიციის დეპარტამენტებს კონკრეტულად მოუწოდებს ჩამოაყალიბონ საფრთხის შემცველი საქციელის შეფასების დანაყოფები. ისინი პოტენციურ საფრთხეებს შეაფასებენ და უზრუნველყოფენ, რომ საჭირო პირებმა დახმარება იქამდე მიიღონ, ვიდრე ძალადობა მოხდება.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გასულ თვეში გამოცემულ 2025 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ამბობს, რომ „შემდეგი წლის განმავლობაში ამერიკაში ტერორიზმის საფრთხის გარემოს მაღალი დონე დარჩება.“