ამერიკის შეერთებული შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვ ნახევარ მილიონს უახლოვდება. ამ მონაცემებით, ამერიკა ყველა სხვა ქვეყანას წინ უსწრებს. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერისტეტის კორონავირუსის რესურს ცენტრი ავრცელებს.
ორშაბათ საღამოს, თეთრ სახლში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილების ხსოვნას. მათი ხსოვნის პატივსაცემად აინთება სანთლებიც.
"ათწლეულების შემდეგ, ხალხი გაიხსენებს ამ მოვლენებს, როგორც ისტორიის საშინელ პერიოდს ამ ქვეყნისთვის, როდესაც ამდენი ადამიანი რეპსირატორული ინფექციით გარდაიცვალა", თქვა ენტონი ფაუჩიმ, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" საუბრის დროს.
ასევე ნახეთ: კოვიდი ჯერ არსად მიდის - სიტუაცია მსოფლიოშიგარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად, ნიუ-იორკ თაიმსი, თავის ყდაზე 500,000 წერტილს დაიტანს, თითოეული წერტილი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის სიმბოლო იქნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ გარდაცვლილების რაოდენობის მხრივ არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა, არამედ ვირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობითაც. ქვეყანაში კოვიდ-19-ის 28 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.