შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერას და იერიშზე გადასული თალიბანის წინააღმდეგ საჰაერო შეტევებს. განცხადება კვირას ამერიკის საზღვაო ფლოტის გენერალმა კენეტ "ფრენკ" მაკკენზიმ გააკეთა.
ასევე ნახეთ: აშშ-ის საჰაერო დარტყმები ავღანეთის მხარდასაჭერადმას შემდეგ, რაც აპრილში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ 20-წლიან ომს დაასრულებს და ავღანეთიდან ამერიკულ ჯარებს სექტემბრამდე გაიყვანს, თალიბები შეტევაზე გადავიდნენ. მათ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია და პროვინციული დედაქალაქები დაიპყრეს.
"შეერთებულმა შტატებმა ბოლო დღეებში გააძლიერა საჰაერო იერიშები ავღანეთის ძალების მხარდასაჭერად და ჩვენ მზად ვართ მომდევნო კვირების მანძილზეც გავაგრძელოთ გაზრდილი მხარდაჭერა, თუკი თალიბანი შეტევებს ისევ გააგრძელებს" - თქვა გენერალმა მაკკენზიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ავღანეთში ამერიკის ძალების მეთაურის, გენერალ ოსტინ მილერის მიერ, 21 ივლისს პოსტის დატოვების შემდეგ, რეგიონში გადაწყვეტილებებს გენერალი მაკკენზი იღებს. პრესკონფერენციაზე მან უპასუხოდ დატოვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, გაგრძელდება თუ არა თალიბებზე მიტანილი საჰაერო იერიშები 31 აგვისტოს შემდეგ, როცა ამერიკის სამხედრო მისია ოფიციალურად დასრულდება.
ასევე ნახეთ: ავღანეთში ამერიკის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი თანამდებობას ტოვებსთუმცა, მაკკენზიმ ისიც თქვა, რომ თალიბების გამარჯვება გარდაუვალი არ არის და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ის ახლო მომავალში ავღანეთში ძალადობის ზრდას მოელის.
ავღანეთის მთავრობის და თალიბების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება ბოლო კვირების მანძილზე ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობდა. დიპლომატები ჯერჯერობით ამბობენ, რომ სექტემბერში დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ, მნიშვნელოვანი წინსვლის მხოლოდ მინიმალური ნიშნებია.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა შაბათს განაცხადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ამოცანა ჯერ თალიბანის იერიშების შენელება უნდა იყოს. ლოიდ ოსტინის თქმით, ავღანეთის მთავრობას მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ტერიტორიების დაბრუნება სცადოს.
ასევე ნახეთ: შესაძლოა ამერიკელმა სამხედროებმა ერაყი სრულად დატოვონ