ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, შესაძლოა, მოსახლეობას ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების შემდეგ, შვება მიეცეს. სინპოტიკოსები მოელიან, რომ ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. თუმცა, უკიდურესი სიცხე კვლავ ემუქრება ქვეყნის სამხრეთ-აღოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს, ამბობენ სინოპტიკოსები.
"სიცხის ტალღა, სავარაუდოდ, პიკს სამხრეთ-დასავლეთში, შუა სამხრეთში და დაბლობებში, ამ კვირის დასაწყისში მიაღწევს, სადაც ტემპერატურის მაჩვენებელი, ზოგიერთ ადგილზე, 110 ფარენჰეიტს, ცელსიუსით 43 გრადუსს აჭარბებს",- განაცხადეს ამინდის ეროვნულ სამსახურში (NWS).
იმავდროულად, ზემო შუა დასავლეთს, ორშაბათს, შეიძლება, ძლიერი ჭექა-ქუხილი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთს მუსონის მსგავსი პირობები ელოდეს, რამაც შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკ - ვაშინგტონის დერეფანში სითბოს ტალღის ბოლო დღე კვირას, 23 ივნისს იყო პროგნოზირებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებული სიცხის შესახებ რეკომენდაციები კვლავ ძალაში რჩება .
„გაგრილებს ნაცვლად, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს იმის თქმა, რომ არც ისე ცხელა. ვაშინგტონში კვლავ ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა, 31-დან 32 ცელსიუსამდე“ - თქვა რიჩ ბანმა, NWS-ის მეტეოროლოგმა.