ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. ამერიკის დაზვერვის სამსახურების შეფასების თანახმად, ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი აგრძელებს ბირთვული პროგრამის განვითარებას.
ეს პომპეოს მესამე ვიზიტია ჩრდილოეთ კორეაში. დღეს ის მმართველი პარტიის ლიდერებს და ასევე დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს შეხვდება. პომპეო იმედოვნებს, რომ შეძლებს ჩრდილო კორეის დარწმუნებას, შეიმუშაონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის დასასრულებლად. ასევე - იმ მექანიზმების დასადგენად, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება კორეის ქმედებების შემოწმება.
ამ კვირაში პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მის ადმინისტრაციას აქვს ძალიან ბევრი "კარგი დიალოგი" ჩრდილო კორეელებთან, რომლებიც ბირთვულ იარაღზე უარს ამბობენ.