ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ი. ჭავჭავაძის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა დაიხურა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელმა მარიტა დამენიამ მიიღო. როგორც ის ამერიკის ხმასთან საუბრის დროს ამბობს, რეკომენდაციების საფუძველზე იძულებული გახდა სკოლა დაეხურა და მუშაობა შეეჩერებინა.
მარიტა დამენია ამერიკის ხმასთან საუბრის დროს ყვება, რომ თუ შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ხელშეწყობა არ იქნება არ არის გამორიცხული სკოლა საერთოდ დაიხუროს.
მარიტა დამენია უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში არტ კურატორია. როგორც ის ამბობს, Madatart-ის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მარიტა დამენია ნიუ-ჯერსის ქალაქ "ფორტ ლიში" ცხოვრობს. სწორედ ამ ქალაქში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა.
მარიტა დამენია ამბობს, რომ ქალაქში პანიკა არ არის თუმცა ადამიანების ნაწილი შეშინებულია, აქვე ამბობს, რომ სკოლის უფროსკლასელები სწავლის ონლაინ პრინციპზე გადავიდნენ.
ასევე ნახეთ: ნიუ-ჯერსი ქუჩაში გასვლის ლიმიტებს აწესებს - ამერიკის შტატები სიტუაციის კონტროლს ხელში იღებენ