ნაკოლა ბასელი ნაკოლას 2010 წლიდან პირობითი მსჯავრი აქვს
კალიფორნიის შტატში ოფიციალურმა პირებმა დაკითხეს ადამიანი, რომელსაც სკანდალური ფილმის გადაღებას უკავშირებენ.
პოლიციის ცნობით, ნაკოლა ბასელი ნაკოლა თავის სახლთან ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. მას 2010 წელს პირობითი მსჯავრი აქვს დადებული საბანკო ოპერაციების გაყალბებასთან დაკავშირებით. ხუთწლიანი პრობაცია კი ითვალისწინებს კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენების აკრძალვას საპრობაციო ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
ხელისუფლების ცნობით, ნაკოლა არც დაკავებულია და არც დაპატიმრებული. მის მიერ გადაღებულმა ფილმმა - „მუსლიმთა უცოდველობა“ ისლამურ სამყაროში მოსახლეობის გაღიზიანება და მღელვარება გამოიწვია. ფილმში მოციქული მუჰამედია შეუარცხყოფილი. ფილმის რეჟისორი აცხადებს, რომ მის ნამუშევართან ამერიკის მთავრობას საერთო არაფერი აქვს.