აშშ-ს დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდა

ამერიკის შრომის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, ივნისის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდა და ქვეყანამ 195 ათასი სამუშაო ადგილი შეავსო. თუმცა, უმუშევრობის მაჩვენებელი უცვლელია და 7.6 პროცენტს აღწევს, რაც 11 მილიონზე მეტ უმუშევარ ამერიკელს ნიშნავს.

დღეს, ამერიკის ხელისუფლების ცნობით, დასაქმების კოეფიციენტი ამერიკის ეკონომიკის რამდენიმე სექტორში-კერძოდ პროფესიულ, ბიზნეს და ფინანსურ დარგებში გაუმჯობესდა, ისევე როგორც სასტუმროების, უძრავი ქონებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ეკონომისტების გაანგარიშებით, გააქტიურებულმა სამუშაო ბაზარმა წლის ბოლომდე ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი.