აშშ-ის ყოფილ ოფიცერს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ყოფილ ოფიცერს, რომელმაც 6 წლის წინ, ირანში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს. ამერიკა მას ირანის მთავრობის სასარგებლოდ შპიონაჟში და აშშ-ის დაზვერვის აგენტების ვინაობის გამჟღავნებაში სდება ბრალს.

39 წლის მონიკა ელფრიდ უიტის ბრალი ვაშინგტონში, ფედერალური სასამართლოს დიდმა ჟიურიმ წაუყენა. ბრალდებებს შორისაა, ირანის მთავრობისთვის სპეციალური კოდის მიცემა, რომლითაც თეირანმა ამერიკულ საიდუმლო ოპერაციებზე წვდომა მოიპოვა. კიდევ ერთი ბრალდება მის მიერ ირანის დაზვერვისთვის ყოფილი კოლეგების შესახებ დეტალების გაზიარებაა.

უიტი ტეხასის შტატში დაიბადა და გაიზარდა. ის საჰაერო ძალებში 1997-2008 წლებში მსახურობდა. 2008-2010 წლებში კი სამოქალაქო კონტრაქტორი იყო. გამოძიების ინფორმაციით, უიტი ირანის აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც შეიარაღებული იძალები დატოვა. გამოძიების ფედერალური ბიურო ასევე აცხადებს, რომ ის იდეოლოგიურად იყო მოტივირებული და ირანის მთავრობას ერთგულება შეფიცა.