აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ხუთშაბათს, დემოკრატების მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია მიიღო რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორ გრინის შესახებ, რომელიც დემოკრატი კოლეგების წინააღმდეგ ძალადობას ახალისებდა.
ჯორჯიის შტატის წარმომადგენელი, კენჭისყრის შედეგად, ორი კომიტეტიდან გარიცხეს - 230 მომხრე, 199 წინააღმდგი. რეზოლუციის მხარდამჭერთა რიგებს 11 რესპუბლიკელი შეუერთდა.
გრინი იზიარებდა, მხარს უჭერდა და ავრცელება უსაფუძვლო შეთქმულების თეორიებს. მათ შორის ულტრამემარჯვენე „QAnon” თეორიას, რომლის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის ელიტის წარმომადგენლები, სატანის თაყვანისმცემელი სექტის წევრები, პედოფილები და კანიბალები არიან. მასთან, ის საჯაროდ მხარს უჭერდა წარმომადგენელთა სპიკერის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკური პარტიის დილემატელეკომპანია „სიენენ“ - მა მოიძია სოციალურ ქსელებში პოსტები, ნენსი პელოსისა და სხვა დემოკრატი ლიდერების სიკვდლით დასჯის მოქოდების შესახებ, რომელსაც გრინი იწონებდა. პოსტები 2018-19 წლებით თარიღდება, ვიდრე გრინი წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად საარჩევნო კამპანიას დაიწყებდა.
გრინი ასევე აცხადებდა, რომ სკოლებში მასობრივი სროლები წინასწარ დადგუმლი სცენები იყო. იმავეს ფიქრობდა 11 სექტემბრის ტერაქტსა და კალიფორნიის ტყის ხანძრებზე.
კენჭოსყრამდე, გრინს პირადად შეხვდა წარმომადგენელტა პალატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი კევინ მაკკარტი. მაკკარტიმ, კენჭოსყრამდე თანაპარტიელის განცხადებები დაგმო.
ასევე ნახეთ: სენატში კომიტეტებს დემოკრატები გააკონტროლებენ„ვისაც სჯერა, რომ 11 სექტემბერს პენტაგონს თვითმფრინავი არ დასჯახებია, სკოლებში საშინელი თავდასხმები არ მომხდარა, ის რეალობაში არ ცხოვრობს"- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა.