შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა უკვე მესამე დღეა ნაწილობრივ დახურულია. კონგრესში დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები 2018 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც 20 იანვარს მთავრობას დაფინანსება შეუწყდა და ზოგიერთმა უწყებამ ფუნქციონირება ნაწილობრივ შეწყვიტა. კანონმდებელთა შორის ერთ-ერთ მთავარ წინააღმდეგობრივ თემად იმიგრაციის პოლიტიკა რჩება.
წარმომადგენელთა პალატა აცხადებს, რომ ის სენატის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სენატში კენჭისყრა ადგილობრივი დროით, 12 საათზეა დანიშნული. თუმცა, კენჭისყრა დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მთავრობის დაფინანსებას მხოლოდ 8 თებერვლამდე გაახანგრძლივებს.
ბოლოს, ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა 2013 წელს მოხდა და ის 16 დღე გრძელდებოდა. მაშინ კანონმდებლები ჯანდაცვის პოლიტიკაზე ვერ თანხმდებოდნენ.