მალე ამერიკაში "ფაიზერის" კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი, 12 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან მომუშავე დამოუკიდებელ მრჩეველთა ჯგუფმა მისი რეკომენდაცია ოთხშაბათს გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას ცენტრი სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მიიღებს. აქამდე ბუსტერით აცრა მხოლოდ 16 წლის ზევით ასაკის ადამიანებს შეეძლოთ.
ასევე ნახეთ: ფაუჩი საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხეზე საუბრობსეს შეერთებულ შტატებში ზამთრის არდადეგების შემდეგ, სასწავლო პროცესის განახლების პერიოდს ემთხვევა. ქვეყანაში კოვრონავირუსით ინფიცირების რეკორდული მონაცემები ფიქსირდება, რასაც ომიკრონის ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ტესტებზე დადებითი პასუხების რაოდენობა ახლა დღეში საშუალოდ მილიონს უტოლდება. და ეს იმ ფონზე, როცა ამერიკაში ტესტების დეფიციტი გრძელდება და ანალიზის აღებას ბევრი ვერ ახერხებს.
კვლევების მიხედვით, დასავლეთში დამტკიცებული ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს დაავადების მწვავე ფორმებისგან, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან იცავს. ეს ომიკრონის ახალ ვარიანტზეც ვრცელდება, თუმცა ვაქცინაციით მინიჭებული დაცვა დროთა განმავლობაში სუსტდება და ასეთ დროს საჭიროა აცრის გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერის დამატება, რომელიც კვლევების მიხედვით, ვირუსთან მებრძოლი ანტისხეულების ერთგვარ ხელახალ გამოცოცხლებას და გაძლიერებას იწვევს.
Your browser doesn’t support HTML5