განათლების გარდა, მეორე საკითხია „საგადასახადო კოდექსის დამახინჯება“.
ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელშიც მსოფლიოს 34 ძლიერი ქვეყანაა გაერთიანებული, ახალი მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მართალია შეერთებულ შტატებში ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი წინ მიიწევს, თუმცა, ქვეყანა დგას შემოსავლების არათანაბარი განაწილების პრობლემის წინაშე. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.
შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოში კვლავ ერთერთი უძლიერესია, თუმცა, კონკურენციის შესაძლეობლობა იკლებს. ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე რიჩარდ ბაუჩერი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში განათლების დონის დაქვეითება შეინიშნება.
„შეერთებული შტატები 34 ქვეყნის რიცხვში ერთერთია იმ სამთაგან, სადაც უნარშეზღუდული სტუდენტების განათლებაზე გაცილებით ნაკლები იხარჯება ვიდრე სხვა სტუდენტებზე.“
ეს ვითარება კი მისი აზრით, შემოსავლების არათანაბარ განაწილებას იწვევს. მაღალშემოსავლიანი ადამიანები უკეთეს განათლებას იღებენ და შესაბამისად წარმატების უკეთესი შანსიც აქვთ.
განათლების გარდა, მეორე საკითხია „საგადასახადო კოდექსის დამახინჯება“.
„საგადასახადო კოდექსში ჩადებულია ისეთი ელემენტები, რაც მომგებიანია მდიდარი ადამიანებისთვის. ჩვენ ამას უთანასწორობის თვალთახედვით ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ მთავრობის საგადასახადო სისტემა ნეიტრალური უნდა იყოს.“
შესაძლოა უნებურად, თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია მწვავე პოლიტიკურ დებატებში აღმოჩნდა ჩართული. როგორც მილიარდერმა უორენ ბაფეტმა აღნიშნა, ის თავის მდივანზე უფრო ნაკლებ გადასახადს იხდის.
შეერთებულ შტატებში საშემოსავლო გადასახადი საინვესტიციო გადასახადზე მეტია. ამ უთანასწორობის დასაძლევად პრეზიდენტმა ობამამ გამოთქვა წინადადება, რომ ის ამერიკელები, რომელთა წლიური შემოსავალი 250 ათას დოლარს აღემატება უფრო მეტად დაიბეგრონ.
რესპუბლიკელებმა ეს ინიციატივა დამსაქმებელთა წინააღმდეგ ომის გამოცხადებად შეაფასეს.
„კლასობრივი ბრძოლა ქვეყანას კიდევ უფრო დაყოფს. ეს არის შეტევა დამსაქმებლებზე და ხელს არ უწყობს ეკონომიკის ზრდას,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პოლ რაიანმა.
საკითხი შესაძლოა არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო გამწვავდეს. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი, რომელსაც კერძო კომპანია ჰქონდა, აღიარებს რომ 2010 წელს მისმა საინვესტიციო გადასახადმა 14 პროცენტზე ნაკლები შეადგინა. ასევე, მიტ რომნი სამთავრობო დანახარჯების უკიდურეს შემცირებას და გადასახადების დაწევას ითხოვს. ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესების გამოსავალი, სოციალურ პროგრამებში არსებული დანახარჯების მცირედით შეკვეცა და ინფრასტრუქტურაში ხარჯების გაზრდაა. ამასთანავე, პრეზიდენტი ობამა მდიდრებისთვის გადასახადების კიდევ უფრო მეტად გაზრდას ითხოვს.