ამერიკელების რეკორდული რაოდენობა ნაადრევ კენჭისყრაზე
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებულ შტატებში ნაადრევი ხმის მიცემის უფლება წელს რეკორდულად ბევრმა ადამიანმა მოითხოვა. 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე, კენჭისყრა ბევრგან უკვე დაწყებულია. ამერიკელთა ნაწილი ხმას ფოსტით აძლევს, ნაწილი კი საარჩევნო ყუთებთან მოწყობილ გრძელ რიგებში, საათობით, მოთმინებით იცდის.