ხვალ საქართველო აშშ-გან 500 000 დოზა ფაიზერს მიიღებს

საქართველო ხვალ აშშ-სგან 500 000 დოზა "ფაიზერის" კოვიდ-19-ის ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ ინფრომაციას თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, სააგენტო AFP ავრცელებს.

ამერიკული დონაციის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.

ასევე ნახეთ: "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" დელტა ვარიანტთანაც ეფექტურია - ბრიტანული კვლევის სრული ვერსია

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო.

13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩავიდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ჯამში დანარჩენ მსოფლიოს ამერიკა 80 მილიონ დოზა ვაქცინას გაუზიარებს.

მიმდინარე კვირაში, აშშ-სგან ტაჯიკეთი "მოდერნას" ვაქცინას მიიღებს.

"ჩვენ ამას სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებთ" - ამბობს სააგენტო AFP-თან საუბრისას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი.