შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო კრიზისის დასასრულს მსოფლიოს ბაზრებზე პოზიტიური ძვრები მოჰყვა
დღეს დილიდან შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა 16-დღიანი ნაწილობრივი დახურვის შემდეგ სრულად აღდგა. კანონმდებლებს შორის მიღწეული ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე, ფედერალური მთავრობა მუშაობას 15 იანვრამდე განაახლებს. ვალის ზედა ზღვრის ლიმიტის ზრდა კი 7 თებერვლამდე გადავადდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის „სტანდარტ ენდ ფუარ“ მონაცემებით, მთავრობის დახურვა შეერთებული შტატების ეკონომიკას დაახლოებით 24 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა, ორპარტიული შეთანხმების მიღწევისთანავე, მსოფლიოს ბაზრებზე გამოცოცხლება დაიწყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა არამარტო ამერიკის ინტერესებშია, არამედ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობის და განვითარებისთვისაც სრულ აუცილებლობას წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, ქრისტინ ლაგარდი მიესალმა ამ ფაქტს, მაგრამ ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ „ფისკალური პოლიტიკის ირგვლივ გაურკვევლობა შემცირდეს და ვალის ზედა ზღვრის გაზრდა უფრო ხანგრძლივი ვადით მოხდეს“.