შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც შეერთებულ შტატებს კუბის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს დასრულებისკენ მოუწოდებს.
გასული წლის მსგავს კენჭისყრაზე, იმ დროს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰავანასთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობდა, შეერთებულმა შტატებმა ხმის მიცემისგან თავი პირველად შეიკავა.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კუბასთან ურთიერთობის გაგრძელებას და შეერთებული შტატების ინტერესების გატარებას გეგმავს, თუმცა თეთრმა სახლმა ობამას დროს მიღწეული პროგრესის გარკვეული ნაწილი უკან დაწია.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ „კუბა დიდი ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებებს არღვევდა და წინა ადმინისტრაციები, სავარაუდოდ, ამაზე თვალს ხუჭავდნენ“. დაგეგმილი კენჭისყრის წინ, კუბის ოფიციალურ პირებს ამის თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.