ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კუბასთან ურთიერთობებს გადახედავს


კანდიდატის რანგში, დონალდ ტრამპმა პირობა დადო რომ კუბა-შეერთებული შტატების ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს გაფორმდა, გააუქმებდა.

თეთრ სახლში ყოფნისას, პრეზიდენტი ტრამპი, სავარაუდოდ, მაიამიში დაგეგმილი ვიზიტისას ხვალ, ახალ მოთხოვნებს დაუწესებს ჰავანას.

სახელმწიფო მდივნმა რექს ტილერსონმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სავარაუდოდ წნეხის გაზრდას აპირებდა კუბის რეჟიმზე და ეს, სავარაუდოდ, სავაჭრო და ტურისტული რეჟიმის გამკაცრებით მოხდებოდა.

ტილერსონმა აქვე აღნიშნა იმ დადებითი შედეგების შესახებაც, რომელიც კუბის 11 მილიონიან მოსახლეობას მიადგა ამერიკელი ტურისტების ზრდისა და ბიზნეს შესაძლებლობების ხელშეწყობით, რაც 2015 წელს, კუბის ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიიდან ამოღებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტურიზმისა და ვაჭრობის გამარტივებას მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG