შეერთებული შტატები, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მმართველობით, გეგმავს, რომ „კოვაქსის“ საერთაშორისო ჯგუფს შეუერთდეს, რომლის მიზანიც ვაქცინის ღარიბ ქვეყნებზე გადანაწილებაა. აღნიშნულ განცხადებას ენტონი ფაუჩი აკეთებს, ბაიდენის მთავარი მრჩეველი ამ კუთხით. ფაუჩიმ ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან საუბარში გააკეთა.
ფაუჩიმ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოთსთან საუბარში, დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები დარჩება გაეროს ამ სააგენტოს ნაწილად და რომ მრავალმხრივ ფორმატში იმუშავებს საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია თუ შიდსი/აივ ინფექცია.
ასევე ნახეთ: ბაიდენი დღეს კორონავირუსთან ბრძოლის გეგმას განიხილავს„ეს კარგი დღეა ჯანმოსთვის და კარგი დღეა გლობალური ჯანდაცვისთვის“ - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა მდივანმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. „ჯანმო არის ქვეყნების ოჯახი და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შეერთებული შტატები რჩება ამ ოჯახში“, - თქვა მან.
ფაუჩიმ, რომელიც ვაშინგტონიდან ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღეს საუბრობდა, ასევე თქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი დირექტივას დღეს მოგვიანებით გამოსცემს, რომელშიც საუბარი იქნება „კოვაქსში“ გაერთიანებაზე და ახალი კორონავირუსის ვაქცინის, მკურნალობის და დიაგნოსტიკის საშუალებების შექმნისა და გავრცელების ერთიან მცდელობაზე.
„კოვაქსის“ ინფორმაციით, ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის პირველი წყება თებერვალში მიეწოდება. აღნიშნულზე საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
ფაუჩიმ თქვა, რომ „შეერთებული შტატები შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე და რომ ის სხვა ქვეყნებთანაც იმუშავებს ორგანიზაციის რეფორმირებაზე.
ასევე ნახეთ: სენატმა ბაიდენის კაბინეტის პირველი წევრი დაამტკიცაბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა. აშშ ორგანიზაციის წამყვანი დონორი იყო. ტრამპის ადმინისტრაცია ორგანიზაციის ფორმალურად დატოვებას 2021 წლის ივლისში გეგმავდა.
ტრამპი ბრალს დებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ ის ჩინეთის მიმართ მიკერძოებული იყო. ჯანმო აღნიშნულს უარყოფდა.