ობამა თეთრ სახლში ჟურანლსიტებს მასპინძლობდა

ჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ჰოლივუდის მსახიობები შაბათს საღამოს ვაშინგტონში ჟურანლსიტებისათვის გამართულ ყოველწლიურ სადილზე შეიკრიბნენ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოწვეულ სტუმბრებს მადლობა გადაუხადა ვახშამზე დასწრებისათვის.

ბატონმა ობამამ ასევე კომენტარი გააკეთა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ხუმრობით რესპუბლიკელთა პარტიის ერთ-ერთ კანდიდატზე - მიტ რომნიზე შემდეგი აღნიშნა:

„ჩვენ ორივე ვფიქრობთ საკუთარ ცოლებზე და გვიხარია რომ საუკეთესო მეორე ნახევარის პატრონები ვართ... ჩვენ ორივეს განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში გვაქვს მიღებული- მე ერთი დიპლომი მაქვს, რომნის კი - ორი... მოკლედ რა სნობიზმია... “

საღამოს წვეულებაზე მოწვეულმა „ეიბისის“ სატელევიზო თოქ-შოუს წამყვანმა, კომედიანტმა ჯიმი კიმმელმა, პრეზიდენტის ნათქვამს შემდეგი რეპლიკაც მოაყოლა: „პრეზიდენტ ობამასთვის არჩევნებში მონაწილეობა ვადებით არ განისაზღვრება...“