ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის ტრადიციული სადილი


შაბათს, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ჟურნალისტები და მთავრობის წარმომადგენლები თეთრი სახლის კორესპონდენტთა საპატივსაცემოდ გამართულ ოფიციალურ სადილზე შეიკრიბნენ.

ოფიციალურ მიღებას რომელიც სასტუმრო ჰილტონში გაიმართა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმართა და მან რამდენიმეჯერ საკუთარ თავზე ხუმრობით ილაპარაკა:

„ოთხი წლის წინ მე ასე გამოვიყურებოდი-, პრეზიდენტმა მომღიმარი სახით ძველი ფოტო მოიშველია, - „დღეს კი ასე „-და მან დამწუხრებული ფოტოსურატი აჩვენა აუდიტორიას. ქვეყნის მეთაურის ხუმრობას სიცილი და მხიარული შეძახილები მოჰყვა, განსაკუთრებით მაშინ როცა ობამამ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატ მიტ რომნისთან ვითომდა საკუთარ მსგავსებებზე დაიწყო ლაპარაკი:

„ჩვენ ორივეს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ცოლები ჩვენი საუკეთესო მეორე ნახევარია, გამოკითხვების მიხედვით ამერიკელი ხალხიც ეთანხმება ამ აზრს. ორივეს ჰარვარდის დიპლომი გვაქვს, მე ერთი, მას კი ორი დიპლომი. რა სნობობაა.“ -თქვა პრეზიდენტმა.

წლევანდელი ღონისძიების წამყვანი კომიკოსი და ტელეკომპანია ეი ბი სის ღამის შოუს მასპინძელი ჯიმი კიმელი იყო. ერთერთი მხიარული შეტევა მან პრეზიდენტზე და მის წინასაარჩევნო რეიტინგზე მოაწყო და თქვა, რომ პრეზიდენტ ობამას ერთი სახელი, ერთი ტერმინი აქვს, და რომ მისთვის ორი საპრეზიდენტო ვადა, რომელსაც ინგლისურად სიტყვა „ტერმი“ შეესაბამება, არ შეიძლება არსებობდეს. მან წარმოშობით კოლუმბიელი მსახიობის სოფია ვერგარას სახელიც გამოიყენა და პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ირგლივ ცოტა ხნის წინ ატეხილი სკანდალი გაიხსენა:

„სოფია კოლუმბიიდან არის. სწორედ მისნაირად გამოიყურებიან იქ გოგონები. ასეთ შემთხვევაში რას ელოდებით საიდუმლო სამსახურის აგენტებისგან?“.

ჰოლივუდიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯორჯ კლუნი, კიმ კარდაშიანი და სტივენ სპილბერგი.

საზეიმო ღონისძიებიდან შემოსული სახსრები ახალბედა ჟურნალისტების განათლების ფონდში და ჟურნალისტიკის დარგში საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად ჯილდოების დაწესებას მოხმარდება.

XS
SM
MD
LG