რუსეთში შეერთებული შტატების საკონსულოები, თანამშრომელთა შტატის უქონლობის გამო, 1 აგვისტოდან მუშაობას შეაჩერებს. ეს რუსეთის მიერ ამ ოფისებში მომუშავე მისი მოქალაქეების რაოდენობის შეზღუდვამ გამოიწვია.
ასევე ნახეთ: რუსი დიპლომატები ბულგარეთმაც გააძევა27 ივნისს, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა, ტელეარხ “დოჟდს” უთხრა, რომ შტატების შეკვეცის გამო, საკონსულოები ვიზების გაფორმებას ვერ შეძლებენ. მან იქვე დაამატა, რომ ეს გავლენას მოახდენს როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ს მოქალაქეებზე და ბიზნესზე.
ამერიკული სანქციების და არჩევნებში ჩარევის და ჰაკერული თვდასხმების ბრალდებების გამო დიპლომატების გაძევების საპასუხოდ,აპრილში, რუსეთმა გამოაცხადა 10 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შესახებ, და ამერიკულ დიპლომატიურ მისიებს, რუსეთის და მესამე ქვეყნების მოქალაქეების სამსახურში აყვანა აუკრძალა.
2017 წლამდე, ამერიკულ დიპლომატიურ მისიებში, რუსეთის ათასზე მეტი მოქალაქე მუშაობდა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის უთიერთობის გაუარესებასთან ერთად, ეს რიცხვი მცირდებოდა.
აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს, უკრაინის ყირიმის ოკუპაციის და ქვეყნის აღმოსავლეთში პრო-რუსი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო დაუწესეს.