შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერთა განცხადებით, ისინი სამთავრობო ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ. ორპარტიული ზომა 1.2 ტრილიონ დოლარს მოიცავს და აერთიანებს თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა პროგრამებისთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო ხარჯებს.
ასევე ნახეთ: კონგრესი მთავრობის ნაწილის დახურვის თავიდან აიცილებას ცდილობსკონგრესის მომლაპარაკებლებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება 21 მარტს, დილით ადრე გააკეთეს. ეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანონმდებლებს ორ დღეზე ნაკლებ დროს აძლევს იმისთვის, რომ კანონპროექტის დამტკიცებით, მთავრობის დახურვა თავიდან აიცილონ.
პაკეტი ექვსი კანონპროექტისგან შედგება და $1.66 ტრილიონით ფედერალური მთავრობის მუშაობის დაახლოებით 2/3-ს დააფინანსებს. "ეს ბოლო ექვსი კანონპროექტი ორპარტიულ და ორპალატიან კომპრომისს განასახიერებს", - თქვეს დღეს გაკეთებულ განცხადებაში სენატის ორმა მთავარმა მომლაპარაკებელმა - დემოკრატმა პეტი მიურეიმ და რესპუბლიკელმა სიუზან კოლინზმა. მათი განცხადების მიხედვით, ინვესტიციები ჩაიდება ეკონომიკის გაძლიერებაში, ადგილობრივი და ეროვნული უსაფრთხოების, თუ ამერიკის გლობალური ლიდერობის გაზრდის საქმეში.
რესპუბლიკელებით კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა სამთავრობო ბიუჯეტის კანონპროექტს კენჭისყრაზე პარასკევს, 22 მარტს დააყენებს. ამის შემდეგ, დემოკრატებით დომინირებულ სენატს მის დასამტკიცებლად მხოლოდ რამდენიმე საათი ექნება. კანონი ძალაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ შევა.